რუსეთის სიდიდით მესამე ქალაქის, ბოლიციის უფროსს, ბრალი ხინკლის სახით, ქრთამის აღებაში ედება— ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The moscow times-ი ავრცელებს.
ალექსანდრე გროშენკოვს ბრალად სამი ადგილობრივი მეწარმის პატრონაჟი ედება, რის სანაცვლოდაც გროშჩენკოვი ადგილობრივ კაფეში უფასოდ სადილობდა.
2015-2018 წლებში გროშენკოვმა ადგილობრივი მეწარმეების ქირაზე თვალის დახუჭვის სანაცვლოდ 700$— ის ღირებულების საკვები მიირთვა — ამის შესახებ ჯერ კიდევ შემოდგომაზე ყოველდღიური ბიზნესგამოცემა kommersant--ი წერდა.
kommersant-ის ინფორმაციით, პოლიციის ყოფილი უფროსი მრავალფეროვანი მენიუდან ხინკალს და სალათს უკვეთავდა. ნოვოსიბირსკის სასამართლომ გროშჩენიკოვი დამნაშავედ სცნო და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მიუსაჯა.
გროსჩენიკოვმა ბრალი აღიარა, რაც შეეხება ქრთამის გამცემს, მისი საქმე ცალკე განიხილება.
რუსული გამოცემა kommersant-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამომძიებლები თავდაპირველად ეჭვობდნენ, რომ გროშჩენიკოვმა 200000 რუბლის ( 2, 600 აშშ დოლარის) ღირებულების ხინკალი მიირთვა, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ქრთამის სახით მიღებული ხინკლის ოდენობა 53 000 რუბლს ( 700 აშშდოლარს) შეადგენდა.
თაკო კვაჭანტირაძე
წყარო: www.themoscowtimes.com
commersant.ge