ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ახალი ტურისტული სტრატეგიის გარეშე პოსტკოვიდურ პერიოდში ტურისტს ვერ ჩამოვიყვანთ„
22 მარტი, 2021

„დღეს ბევრი რამ იცვლება მსოფლიოში და ჩვენც ამის მოწმეები გავხდებით. შეიცვლება როგორც მიზნობრივი ბაზრები, ასევე ტურისტების სამომხმარებლო ქცევა. ასე რომ, ადაპტაცია თუ დროულად არ მოვახდინეთ, კონკურენტუნარიანები არ და ვერ ვიქნებით, ამისთვის საჭიროა კარგი სამოქმედო გეგმა.“ - ამის შესახებ კომერსანტთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ტურიზმის ექსპერტმა მაია სიდამონიძემ ისაუბრა.

„კომერსანტის“ კითხვაზე, რა მიმართულებებსა და კონკრეტულ ბაზრებზე უნდა აკეთებდეს საქართველო აქცენტებს პოსტკოვიდური ტურიზმის აღდგენის მიზნით, სიდამონიძე განმარტავს, რომ ტრადიციული მიდგომები საკმარისი აღარაა და აუცილებელია სიღრმისეული შესწავლა ღირებული სამოქმედო გეგმის შესაქმნელად. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მსგავს პოლიტიკის შემუშავების პროცესი კერძო სექტორთან ერთად, თუმცა სხვა ქვეყნების ქმედებებს თუ შევადარებთ, ეს პროცესი დაგვიანებით მიმდინარეობს.

„სამწუხაროდ, ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდით და მთავრობამაც საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდო, რომ არც გვქონდა საზღვრების თუ ტურიზმის გახსნის გეგმა. ისინი 2 დღით ადრე იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებებს.  წინასწარ ტურისტების მოზიდვის კამპანიის ჩატარება შეუძლებებელია, როდესაც თვითონ არ იცი ხვალ ან ზეგ რა იქნება. როგორც კი დაანონსდა ცის გახსნა, მაშინვე უნდა ყოფილიყო კონკრეტული მარკეტინგული გეგმაც.  მხოლოდ სტატიები, რომ საქართველო ერთ-ერთი  ქვეყანაა, რომელიც აცრილ ტურისტებს მიიღებს,  არ არის საკმაირისი.

ვიცი, რომ კონკრეტულ სტრატრეგიაზე მიდის ახლა მუშაობა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს დაგვიანებულია - იმ ქვეყნებს, რომელთა მაგალითებსაც ხშირად ვაზიარებთ ბევრად ადრე ჰქონდათ პოსკოვიდური ტურისტული სტრატეგია.  ჩვენ სამწუხაროდ საზღვრების გახსნის სტრატეგიაც არ გვქონია. კამპანიებზე და მარკეტინგულ აქტივობებზე საუბარი ზედმეტია. ტრადიციული კამპანიები და გამოფენებზე სიარული აღარ არის საკმარისი და სხვა მიდგომები უნდა გვქონდეს, რომ აცრილი ტურისტი წითელ ზონაში ჩამოსვლით დავაინტერესოთ.

არაერთი კვლევა ჩატარებულა და სანამ სამიზნე მიმართულებების იდენტიფიცირება მოხდება სავარაუდოდ უფრო უკეთესად უნდა შევისწავლოთ, როგორ შეიცვალა სამომხმარებლო ქცევა ტურისტების ანუ რა ტურისტულ პროდუქტებს უფრო ანიჭებენ უპირატესობას  და ა.შ.  მნიშვნელოვანი გახდება ეკოტურიზმი და აგროტურიზმი, მასობრივი ტურიზმი ჩანაცვლება სხვადასხვა ნიშური ტურისტული პროდუქტებით, რადგან ალბათ ადამიანები უპირატესობას მიანიჭებენ ნაკლებად დატვირთულ კურორტებს. ჩვენ თუ არათანმიმდევრული პოლიტიკა გვექნება გახსნა-ჩაკეტვის მიმართ, ძალიან ძნელი იქნება  გავხდეთ კონკურენტუნარიანი,“ - ამბობს მაია სიდამონიძე.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში კომერსანტს განუცხადეს, ამჟამად კონკრეტული გეგმა მზად არ არის და სხვადასხვა მცირე კამპანიები მიმდინარეობს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.