ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
CITY DEVELOPMENT-ი შაორზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას 2024 წლიდან დაიწყებს
15 დეკემბერი, 2023

კურორტ შაორზე  მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მმართველი კომპანიის IG Development-ის დამფუძნებელი მინდია საბანაძე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას 2024 წლიდან დაიწყებს. 

როგორც IG Development-ის შვილობილი კომპანიის City Development-ის წარმომადგენელმა გოგა მაჭავარიანმა  გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“  განმარტა, ეს იქნება ულამაზესი კომპლექსი, ტბაში გადაკიდებული აუზით, სადაც  დაახლოებით 100  ნომრიანი, რეზორტის ტიპის სასტუმრო განთავსდება.

მისი ინფორმაციით, ადგილზე განთავსდება  აუზები, სპა, რესტორანი და სხვა გართობისა და დასვენების სივრცეები.  სასტუმრო კომპლექსი, რომელიც ოთხსართულიანი იქნება, შაორის ტბის სანაპირო ზოლზე 3 ჰექტარ  მიწის ფართობზე განთავსდება.

მისივე განმარტებით, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის სამუშაოები დაწყებიდან სამ წელში დასრულდება.  

შეგახსენებთ, მთავრობამ შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის (დასახლების) ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები 2019 წელს დამტკიცდა.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.