ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ციხისჯვრისა და ტაბაწყურის მიმართულებით 1 200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა
30 იანვარი, 2018

ბაკურიანის განვითარების მიზნით, კურორტზე ახალი პროექტების განხორციელება იგეგმება. ბაკურიანის შესასვლელთან შემოვლითი გზა გაკეთდება, ციხისჯვრისა და ტაბაწყურის მიმართულებით 1 200-მდე მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

როგორც რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძემ 1tv.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, ასევე მალე დიდველთან პარკინგის მშენებლობას დაიწყებს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

„წელს რეკორდული რაოდენობის დამსვენებელი სტუმრობს ბაკურიანს. შეუძლებელია ბაკურიანში ამდენი მანქანა მოძრაობდეს,  რადგან ფეხით მოსიარულეებს ექმნებათ პრობლემები და ამას რომ თავი დავანებოთ, ელემენტარულად კურორტი კარგავს ხიბლს – ბავშვები ვეღარ სეირნობენ ციგებით, ვერ გადაადგილდებიან მარხილები, ამდენი გამონაბოლქვით ბინძურდება ეკოლოგია. ამიტომ მოეწყობა პარკინგის ტერიტორია,  სადაც დამსვენებლები შეძლებენ ავტომანქანის  დატოვებას, ხოლო ბაკურიანში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდებიან. ეს გეგმები აუცილებლად განხორციელდება და თან ძალიან სწრაფად, სხვაგვარად ბაკურიანის განვითარება წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ზურაბ ალავიძემ 1tv.ge-სთან ინტერვიუში.

სოფელი ციხიჯვარი, ფოტოს ავტორი: პაბლო ფერარი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.