ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ციხისძირის განაშენიანების გეგმა დამტკიცდა – რა მოეწყობა ადგილზე?
01 მაისი, 2019

ციხისძირის განაშენიანების გეგმა დამტკიცდა, რომელიც კურორტის განვითარებასთან ერთად განსაზღვრავს, ტერიტორიაზე რა ტიპის შენობები უნდა განთავსდეს.

როგორც bm.ge-ს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თორნიკე კუჭავამ განუცხადა, ადგილზე ინვესტორებს მცირე და დიდი ზომის სასტუმროებთან ერთად კოტეჯების მშენებლობის შესაძლებლობაც ექნებათ.

“ციხისძირში მშენებლობისთვის განსაზღვრული k2 კოეფიციენტი გათვლილია. ჩვენ ქონების მართვის სააგენტოსთან კომუნიკაცია გვაქვს, რომ ერთსა და იმავე ობიექტზე, თანაბარი საინვესტიციო პირობები იყოს.

ამჟამად ინვესტორებთან კომუნიკაცია გვაქვს, რომ პროექტებით დაინტერესდნენ. პოტენციური ინვესტორების დაინტერესებისთვის ვმუშაობთ, რომ მოგვმართონ, იყიდონ მიწა და ააშენონ სასტუროები”, – განაცხადა თორნიკე კუჭავამ.

რაც შეეხება ციხისძირის განვითარების საბოლოო ეტაპს, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ნებისმიერი პროექტის განხორციელება და მისი დასრულების ვადები მის ტიპზეა დამოკიდებული, ხოლო ამას გარკვეული დრო სჭირდება.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის მარტში აჭარის მთავრობამ კურორტ ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმა მოამზადა, რომელიც ტურისტულ-სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებას ითვალისწინებს.

ახალი პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება; ტურისტულ-სარეკრეაციო, საკურორტო და სამკურნალო პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება. გარდა ამისა, ადგილზე სპორტულ-გასართობი კომპლექსების განვითარება იგეგმება.

კურორტი ციხისძირი 180 ჰა-ს მოიცავს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.