ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ციხისძირში, სასტუმრო Castello Mare მომავალი წლის ზაფხულში გაიხსნება
09 ნოემბერი, 2015

ციხისძირში მშენებარე სასტუმრო Castello Mare ექსპლუატაციაში მომავალი წლის ზაფხულში შევა. ამის შესახებ „კომერსანტს"განმახორციელებელი კომპანია Green Cap-ის ხელმღძვანელმა პაატა ჯიბლაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სასტუმროს ზამთრის პერიოდში გახსნას აზრი არ აქვს - არ არის სეზონი, რეგიონში ტურისტების ნაკლებობაა, კომპანიის ხარჯი კი ძალიან დიდია.

პაატა ჯიბლაძე აცხადებს, რომ სასტუმროს მშენებლობა და გარემონტება უკვე დასრულებულია და ობიექტი გასახსნელადაც მზადაა, ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი, ახალი, 20 ნომერიანი შენობის მშენებლობა იგეგმება. სასტუმროს გახსნის სავარაუდო პერიოდად კი მომავალი წლის ზაფხული განიხილება.

ცნობილია, რომ სასტუმრო მაღალ სეგმენტზე იქნება გათვლილი და ერთი ადამიანისთვის, ერთი ღამით განთავსების ღირებულება 200 დოლარიდან დაიწყება. ნომრის მაქსიმალური ღირებულება კი, როოგრც სასტუმროს მენეჯმენტში ჩვენთან საუბრისას რამდენიმე თვის წინ განაცხადეს, 20 ათასი დოლარი იქნება.

მათი ინფორმაციით, პენტჰაუსი 500 კვ.მ. ფართობის იქნება, სადაც მისაღები ოთახი, ორი საძინებელი და ორი მოოქროვილი მოზაიკით გაკეთებული აბაზანა, ბუხარი და ა.შ. განთავსდება.

ხუთვარსკვლავიან სასტუმროში 125 ნომერი, 4 საკონფერენციო დარბაზი, 250 ადამიანზე გათვლილი რესტორანი, 100 ავტომობილისთვის განკუთვნილი პარკინგი, საუნა, სამედიცინო სპა-ცენტრები და სხვა მომსახურებები განთავსდება.

პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 30 მილიონი დოლარი დაიხარჯა. სამუშაოების დამკვეთი კი ავსტრიულ-ქართული კომპანია „ქარაფია".

ავტორ(ებ)ი : მარიამ გეგეჭკორი
წყარო: 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.