ქობულეთში, სოფელ ციხისძირში სასტუმრო აშენდება. ამ მიზნით მთავრობა ციხისძირში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 3303 კვ.მ ფართს აუქციონზე ყიდის.
ფართის საწყისი ფასი 370 000 ლარია. სასტუმრო პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში აშენდება.
პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.
პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით უკვე გაყიდულია 20 ობიექტი, საიდანაც ბიუჯეტმა 57 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, ხოლო ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის ინვესტორები 120 მილიონ ლარზე მეტს განახორციელებენ და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნიან.
www.travelingeorgia.ge