ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ოცნების” დეპუტატი: ტურიზმის განვითარება სიღარიბის დაძლევის საუკეთესო იარაღია
02 აპრილი, 2019

საქართველოს ტურიზმის შესახებ ახალი კანონი ექნება.

უკვე დაანონსებულია, რომ კანონმდებლობა სიღრმისეულად შეიცვლება. პარლამენტში კანონპროექტზე მსჯელობა და კონსულტაციები უკვე დაწყებულია. 

შექმნილია სამუშაო ჯგუფიც, პროცესში ჩართულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, USAID-ის ექსპერტები და ბიზნეს სექტორი. 

მოქმედი კანონის ნაკლოვანებებსა და სამომავლო გეგმებზე ბათუმში გამართულ ტურისტულ ფესტივალზე – „ტურისტერი“ ისაუბრეს. 

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ბეგაძემ განაცხადა, იმ ფონზე, აროდესაც ქვეყანაში ტურისტების დინამიკა და ტურიზმიდან შემოსავლები იზრდება არსებული კანონმდებლობა რეალობას ვერ პასუხობს. 

„კანონმდებლობის უმთავრესი მიზანი ტურიზმის მდგრადი განვითარებაა და ეს მიზანი აქვს საქართველოს მთელი მსოფლიოს მსგავსად. თუ ვსაუბრობთ კანონმდებლობასა და გარკვეულ რეგულაციებზე, ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. რა თქმა უნდა, სხვა გამოწვევებიც გვაქვს, მათ შორის ხარისხისა და სერვისის გაუმჯობესება“, – განაცხადა ბრეგაძემ. 

კანონმდებელს მიაჩნია, რომ ტურიზმის განვითარება სიღარიბის დაძლევისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საუკეთესო იარაღია და საქართველომ ტურისტული სერვისების დივერსიფიკაციაზე უნდა იზრუნოს. 

„ეს სერიოზული გამოწვევაა და იმის გამო, რომ ჩვენ ვერ შევძელით პროდუქტების დივერსიფიკაცია, ეკონომიკამ მნიშვნელოვანი შემოსავლები დაკარგა. მიმაჩნია, რომ აჭარაში ყველაზე მეტად შევხვდებით დივერსიფიცირებულ სერვისებს და პროდუქტებს“, – განაცხადა მან. 

ბრეგაძე მიიჩნევს, რომ უნდა გაიზარდოს ქვეყანაში წარმოებული პროდუქტებისა და მომსახურებების წილი, რათა მაქსიმალური შედეგი მიიღოს მოსახლეობამ და მცირე და საშუალო ბიზნესმა, თუმცა დეპუტატი იმასაც აღნიშნავს, რომ ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია და ოქროს შუალედის დაცვაზე მიუთითებს.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.