CNN-ის მიერ დასახელებულ მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანის სიაში ქართული კერძი სუპ-ხარჩო მოხვდა
CNN-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანი დაასახელა. სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძებს შორის ქართული „ხარჩო“ მოხვდა. გამოცემის სიაშია უკრაინული ბორში, ვიეტნამური ფო, ტაილანდური ტომ იამ გუნი, ესპანური გასპაჩო.
„მჟავე ქლიავის სოუსი, რომელსაც ტყემალი ეწოდება, საქართველოს ერთ-ერთ საყვარელ კერძს, ტრადიციულ წვნიანს მკვეთრ და პიკანტურ გემოს ანიჭებს.
ის მზადდება დაუმწიფებელი ქლიავისგან, რომლის სიმჟავეც აბალანსებს წვნიანში გაკეთებული ძროხის ცხიმიანი ხორცისა და დაფქვილი ნიგვზის მდიდარ გემოებს. არომატები მოდის სუნელების ნარევისგან - ხმელი სუნელისგან, ქინძის, ქონდრისგან, ულუმბოს, შავი პილპილისა და სხვა ინგრედიენტებისგან“, - წერს CNN-ი ქართულ კერძზე.
imedinews.ge