გიორგი ხმალაძის “კაფსულო” არქიტექტურის საერთაშორისო კონკურსში იღებდა მონაწილეობას
არქიტექტორ გიორგი ხმალაძის “ყავის ქარხანა” ევროკავშირის არქიტექტურის საერთაშორისო დაჯილდოვებაზე – Eu Mies Award-ზე ნომინანტის სტატუსით იყო წარდგენილი. თუმცა, შენობამ 5 ფინალისტს შორის მოხვედრა ვერ შეძლო. კონკურსის გამარჯვებული 2019 წლის აპრილში გამოვლიდნება.
კახეთის გზატკეცილზე, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარედ მდგარი შენობა, რომელიც კომპანია “კაფსულოს” ეკუთვნის უჩვეულო არქიტექტურითა და მწვანე სახურავით გამოირჩევა. 9190 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ქარხნის მშენებლობა 2018 წელს დასრულდა.
20-მილიონიანი ინვესტიციით აშენებული ქარხანა ყავის კაფსულებს დაამზადებს. პროდუქცია როგორც საქართველოში, ასევე ექსპორტზე გაიყიდება. საწარმოს გახსნიდან პირველი წლის განმავლობაში სამი სპეციალიზებული მაღაზიისა და ამდენივე კაფის გახსნა იგეგმება.




www.bm.ge