ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Courtyard By Marriott Tbilisi გაზაფხულს განახლებული სივრცეებით შეხვდება
15 იანვარი, 2024

სასტუმროების წამყვანი  ბრენდის Marriott International-ის სასტუმრო Courtyard By Marriott Tbilisi 2024 წლისთვის ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს. საწყის ეტაპზე, სიახლე ეხება სასტუმროს საღონისძიებო სივრცეებს, რომელთა ინტერიერი მთლიანად შეიცვლება. კერძოდ, როგორც Tbilisi Marriott-ის მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ფხაკაძე ,,ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, გაზაფხულს Courtyard By Marriott-ი 7 განახლებული სივრცით შეხვდება.

ამ ეტაპზე სასტუმროს საღონისძიებო დარბაზების რენოვაცია მიმდინარეობს, რის გამოც ეს სივრცეები, სტუმრებისთვის დროებით დაკეტილია, თუმცა სასტუმროს ნომრები და რესტორანი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს ოპერირებას.

"გარდა ამისა, სამივე სასტუმროში (Tbilisi Marriott, Courtyard by Marriott  და Moxy) დაგეგმილია სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაძლიერება და გაერთიანებული შემართებით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. ამ სიახლეებისგან ბენეფიტი იქნება არა მხოლოდ მონაწილე კომპანიებისთვის, ასევე საქართველოს მიმართულების უცხოურ ბაზარზე პოპულარიზაციაც.

ვცდილობთ, ვიყოთ ძალიან პროაქტიურები და მაქსიმალურად პერსონალიზოებული სერვისი შევთავაზოთ ჩვენს სტუმრებს, იქნება ეს შეთავაზება, თუ ნებისმიერი სხვა აქტივობა“, - აცხადებს მარიამ ფხაკაძე.

ცნობისთვის, მაღალი კლასის სასტუმრო Courtyard By Marriott-ი  თბილისის ცენტრალურ უბანში, თავისუფლების მოედანზე მდებარეობს.

შენობის რესტავრაცია და სასტუმროს გახსნა GMT ჯგუფმა განახორციელა. Courtyard By Marriott-ი ითავსებს როგორც ფეშენებელური სასტუმროს სერვისს, ასევე ძალიან მოსახერხებელია საქმიანი შეხვედრებისა და საღამოების ორგანიზების მხრივაც.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.