ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
COVID-19 ავიაციისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება
05 აგვისტო, 2022

Network Manager-ის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის მიხედვით COVID-19 ავიაციისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება.

Network Manager-ის 2021 წლის ანგარიში მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა: ინფრასტრუქტურა, დაგეგმვა, ოპერაციები, კრიზისის მენეჯმენტი, უსაფრთხოება და შეზღუდული რესურსების მართვა.

Network Manager-ში განმარტავენ, რომ COVID-19, პანდემიის დაწყებიდან მეორე წელს, კვლავ იყო მთავარი ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ევროპულ ავიაციაზე 2021 წელს.

2020 წელს Network Manager-ი მუშაობდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან პარტნიორობით პანდემიაზე რეაგირების კოორდინირებისთვის.

2021 წელს Network Manager-ი მჭიდროდ თანამშრომლობდა ყველა ოპერატიულ დაინტერესებულ მხარესთან ევროპული ავიაციის აღდგენის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვანი ვარდნის შემდეგ, 2021 წლის ზაფხულში საჰაერო მიმოსვლა აღდგა. რაც მოიაზრებდა 2019 წლის მაჩვენებლის 70%-ის მიღწევას. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის კამპანიები აქტიურად მიმდინარეობდა, ვირუსის ახალმა შტამებმა ახალი გაურკვევლობა შემოიტანა სისტემაში, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდა.

ამ კონტექსტში, Network Manager-მა გააგრძელა და კიდევ უფრო გააძლიერა გაუმჯობესების ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც დაწყებული იყო წინა წლებში. პირველ რიგში აღნიშნული ეხებოდა მიმდინარე კრიზისს, მაგრამ ამავდროულად მიზანი იყო მასშტაბურობის მიღწევა და ტრაფიკის დაბრუნება.

• საჰაერო სივრცის რესტრუქტურიზაციის პროგრამა, რომლის მიზანია საჰაერო სივრცის ოპტიმიზებული სტრუქტურის შემუშავება.

• ინვესტიციები მომავალ ციფრულ აქტივებში, მათ შორის iNM პროგრამა

• ქსელის ფუნქციებისთვის მისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა NFIR 2019/123-ში მითითებულ დონეზე.

• Network Manager-მა განაგრძო პერსონალის ოპტიმიზაიცა. მან გამოიყენა სააგენტოს პერსონალის შეცვლის პოლიტიკა

• IT რესურსების მართვის გაუმჯობესება

avianews.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.