COVID-ვაქცინირებულმა პირებმა საქართველოში შემოსვლისას ვაქცინაციის დოკუმენტთან ერთად, PCR ტესტის პასუხიც უნდა წარმოადგინონ
შეიცვალა საქართველოში შემოსვლის წესები.
5 ივლისიდან, საჰაერო საზღვრის კვეთისას ვაქცინირებული პირები ვალდებულნი იქნებიან კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, წარმოადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.