ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Crowne Plaza ბათუმში 2025 წელს გაიხსნება
07 აგვისტო, 2023

კომპანია Ishraq Hospitality-მ Rekan Group-თან ხელშეკრულება გააფორმა საქართველოში სასტუმრო Crowne Plaza-ს მართვაზე. ობიექტის გახსნა 2025 წელს იგეგმება.

ახალი სასტუმრო, რომელიც ბათუმში, სანაპიროზე განთავსდება 150 ნომერზე იქნება გათვლილი. პროექტი სასტუმრო ნომრების გარდა მოიცავს ორ რესტორანს, საკონფერენციო დარბაზებს, ფიტნეს კლუბს და საცურაო აუზს.

გარდა ამისა, Ishraq Hospitality ზედამხედველობას გაუწევს 240 ნომრიან Batumi View Hotel Apartments-ს. ამ ობიექტების მენეჯმენტი მიზნად ისახავს „ბათუმში სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის გაუმჯობესებას და ქალაქის, როგორც ტურისტული ადგილის რეპუტაციის გაძლიერებას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„საქართველოს ტურისტული ბაზარი სტაბილურად იზრდება. მხოლოდ 2022 წელს ქვეყანამ მიიღო 5,4 მილიონზე მეტი მოგზაური. მოხარული ვართ, რომ წვლილს შევიტანთ ბათუმის, როგორც წამყვანი ტურისტული ადგილის და ახალი ევროპული დედაქალაქის განვითარებაში, რომელიც მასპინძლობს საერთაშორისო ღონისძიებებს“, – განაცხადა რიჩარდ ჰადადმა, Ishraq Hospitality-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.