ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
9 საფეხურით წინ - საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა
13 ივლისი, 2018

საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა. 2018 წლის მონაცემებით, საქართველო 59 -ე ადგილს იკავებს, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 9 საფეხურით გაუმჯობესდა.

საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილზეა.

„ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველოს ადგილი საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ინოვაციების მიმართულებით მთავრობამ გარდამტეხი ნაბიჯები გადადგა. სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ასევე აუმჯობესებენ საკუთარ მაჩვენებელს, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები უფრო სწრაფი და ეფექტიანი აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ მიმართულებით ლიდერია რეგიონში.“- აღნიშნა  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.

მისივე თქმით, საქართველო ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მთავრობის დაგეგმილი ფართომასშტაბიანი რეფორმები იძლევა საფუძველს ქვეყნის კიდევ უფრო წინსვლის.

კასრაძე იმედოვნებს, რომ საქართველო შემდეგ წელს ტოპ 50 ქვეყანაში შევა, რამდენიმე წელში კი საუკეთესო 30 ქვეყანას შორის მოხვდება. „რეიტინგში წინსვლა ნიშნავს საქართველოსადმი უცხო ქვეყნის ინვესტორების ინტერესის მნიშვნელოვან ზრდას და იწვევს საერთაშორისო ენჯელ და ვენჩურ ინვესტორების შემოსვლას საქართველოში,“ - აღნიშნავს კასრაძე.

ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად.

რეიტინგის შედგენისას ქვეყნები შვიდი კრიტერიუმის მიხედვით ფასდება:

1. ინსტიტუტები/ინსტიტუციური მოწყობა;
2. ადამიანური კაპიტალი და კვლევა;
3. ინფრასტრუქტურა (სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და ეკოლოგიური მდგრადობა);
4. ბაზრის განვითარება (market sophistication) (ბაზრის პირობები და სავაჭრო ოპერაციების ოდენობა);
5. ბიზნესის განვითარება (business sophistication) (რამდენად უწყობენ კომპანიები ხელს ინოვაციებს);
6. ცოდნა და ტექნოლოგიის წარმოება (knowledge and technology outputs) (ცოდნისა და ტექნოლოგიის როლი გამოგონებებისა და ინოვაციების შექმნაში);
7. შემოქმედებითი წარმოება (creative outputs) (აფასებს შემოქმედებითობის როლს ინოვაციებში).

www.travelingeorgia.ge

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.