ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
9 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 2.5 მლრდ დოლარი შეადგინა - გალტ & თაგარტი
12 ოქტომბერი, 2022

2022 წლის სექტემბერში ტურიზმის აღდგენა დაჩქარდა და ტურისტების რიცხვმა ბოლო 2 წელიწადში პირველად მიაღწია 2019 წლის დონის 83.8%-ს.

როგორც „გალტ & თაგარტის“ პუბლიკაციაშია აღნიშნული, ამასთან, ერთდღიანი ვიზიტორების აღდგენა შენელდა სექტემბერში, რომელმაც 2019 წლის სექტემბრის 44.0% შეადგინა, რაც 3.8 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა თვის მაჩვენებელს.

ამრიგად, 2022 წლის სექტემბერში 559.9 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი (+147.0% წ/წ, ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) მოგზაურობდა საქართველოში.

ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა რუსეთიდან (29.1% წილი ჯამურ ვიზიტებში), რასაც მოჰყვება სომხეთი (14.9% წილი) და თურქეთი (14.6% წილი).

ამასთან, ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (67.0%-იანი წილი), რასაც მოჰყვა საჰაერო გზით შემოსვლა (31.7%-იანი წილი).

„ჯამურად, 2022 წლის პირველ 9 თვეში, საქართველოს 2.7 მილიონი ტურისტი ეწვია (+147.5% წ/წ, 2019 წლის პირველი 9 თვის 67.8%) და ჩვენი შეფასებით ტურიზმის შემოსავლებმა 2.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+149.9% წ/წ, 2019 წლის პირველი 9 თვის 98.6%)“, — განმარტავენ „გალტ & თაგარტში“.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.