ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ცხრაწყაროს უღელტეხილიდან ბალანთამდე გზა 23კმ მონაკვეთი მოწესრიგდა
10 ოქტომბერი, 2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცხრაწყაროს უღელტეხილიდან სოფელ ბალანთამდე დამაკავშირებელი გზის 23კმ  მონაკვეთის მოწესრიგების სამუშაოები დასრულებულია. 
 
პროექტის ფარგლებში სავალ ნაწილზე ქვიშა-ხრეშოვანი გრუნტი მოეწყო და მოსწორდა,  გზის მთლიან სიგრძეზე გაიწმინდა ასევე კიუვეტები. 
 
პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან 85 622 ლარით დაფინანსდა.  
 
მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ჩატარებულმა სამუშაოებმა  მნიშვნელოვანად გააუმჯობესა, გზის საფარის მდგომარეობა, მოქალაქეებს გზაზე გადაადგილება უკვე უსაფრთხოდ შეუძლიათ. 
 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ცნობით,  მონაკვეთზე  სამომავლოდ  გზის კაპიტალური მშენებლობის სამუშაოებია გათვალისწინებული.
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.