ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
19-23 ივლისს საქართველოს ინვესტორთა ჯგუფი ეწვევა
18 ივლისი, 2022

19-23 ივლისს, კომპანია IBCCS Georgia-სა და საქართველო-კვიპროსის ბიზნესკლუბის ორგანიზებით, საქართველოს ინვესტორთა ჯგუფი ეწვევა.

დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე გაიმართება „ბათუმის ბიზნესფორუმი 2022“ რომელსაც 21 ივლისს სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ უმასპინძლებს.

აღნიშნული კონფერენციის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს სამეწარმეო საქმიანობის მრავალფეროვნება ჩვენს ქვეყანაში და ხელი შეუწყოს ქართული თუ უცხოური ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შორის მყარი საქმიანი კავშირების ჩამოყალიბებას.

ბიზნესფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სტუმრები კვიპროსიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, დუბაიდან, ესტონეთიდან და ა.შ.

სამთავრობო სექტორის პარალელურად ბიზნესფორუმზე წარმოდგენილნი იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საქართველოს სამეწარმეო და საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესებული პირები, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები, უძრავი ქონების შესყიდვით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირები, IT კომპანიები და პარტნიორები სოფლის მეურნეობის, სავაჭრო-ლოჯისტიკური, მეღვინეობის, ტურიზმის, ტექსტილის, საზღვაო ბიზნესისა და გემთმშენებლობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროებიდან.

IBCCS Georgia არის საერთაშორისო საგადასახადო ანალიტიკოსების გამოცდილი გუნდის ქართული წარმომადგენლობა, რომელიც დაინტერესებულ პირებსა და კომპანიებს იურიდიულ, ფინანსურ და ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს, როგორც ლოკალურად, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

კომპანიის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები უკვე წარმატებით ჩატარდა საქართველოში, პოლონეთში, კვიპროსსა და ესტონეთში და რამდენიმე ასეულზე მეტი ბიზნეს-პროფესიონალი გააერთიანა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.