კურორტ დაბა სურამში ყოფილი სანატორიუმი „ფოლადის“ ტერიტორიაზ აუქციონზე იყიდება.
აუქციონზე 30 511 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 27 შენობა-ნაგებობა პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგელბშია გამოტანილი.
საწყისი გასაყიდი ფასი 890 000 ლარია.
პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.
პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, დღეის მდგომარეობით გაყიდულია 50 423 001 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 98 500 000 ლარს შეადგენს.
www.travelingeorgia.ge