ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დაბალბიუჯეტიანი ყაზახური ავიაკომპანია ფრენებს სავარაუდოდ ქუთაისის მიმართულებით დაიწყებს
17 მაისი, 2019

ახალი, დაბალბიუჯეტიანი ყაზახური ავიაკომპანია „ფლაიარისტან“ (FlyArystan) ფრენებს სავარაუდოდ ქუთაისის მიმართულებით დაიწყებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნურ-სულთანში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.

აღნიშნული საკითხი თურნავამ ყაზახეთში მიმდინარე წლის აპრილშიც განიხილა.

„ვითარდება ჩვენი ტურისტული მიმოსვლა, იზრდება ვიზიტორთა რიცხვი და ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან კარგი შემოთავაზება უცხოელი და ქართველი მგზავრებისთვის“, – აღნიშნა თურნავამ.

ყაზახეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტუმრობს. საუბარია ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე და სავაჭრო პოტენციალის ათვისებაზე.

1tv.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.