საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 2018 წლის 9 თვეში 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც 14%-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებით, ვიზიტორების რაოდენობა 27%-ით არის გაზრდლი.
საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან.
დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე პოპულარული პრომეთეს მღვიმეა, მას მოსდევს მარტვილის კანიონი, შემდეგ კი მოდიან ყაზბეგის ეროვნული პარკი, ოკაცეს კანიონი, თბილსის ეროვნული პარკი.
აღსანიშნავია, რომ სექტემბერში დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა 153 783 ვიზიტორი რაც 2017 წლის სექტემბერთან შედარებით, 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
www.travelingeorgia.com