ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დაცულ ტერიტორიებზე შესვლის ფასები იზრდება
29 იანვარი, 2024

2024 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლის ფასები იზრდება.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, გაზრდილი შემოსავლები ხელს შეუწყობს რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკური ეფექტის ზრდას და ბუნების მდგრად მართვას.

სააგენტოს ინფორმაციით, იმისთვის, რომ საქართველოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა იყოს უფრო ეფექტიანი, როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, აუცილებელი გახდა ბილეთების ფასების ცვლილება:

6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე უფასოდ დაიშვებიან

6-18 წლამდე შენარჩუნდება 5,5 ლარი

მარტვილის კანიონი - საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10,35 ლარის ნაცვლად - 12 ლარი

უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვლად - 20 ლარი

ნავით გასეირნება - 15 ლარის ნაცვლად - 20 ლარი

ოკაცეს კანიონი - საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 9,20 ლარის ნაცვლად - 12 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვლად - 20 ლარი

ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი - საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10,35 ლარის ნაცვლად - 12 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვლად 20 ლარი

პრომეთეს მღვიმე - საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 11,50 ლარის ნაცვლად - 12 ლარი.

ნავით გასეირნება 11,50 ლარის ნაცვლად - 13 ლარი. უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 23 ლარის ნაცვლად - 25 ლარი. 

სათაფლია - საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 8 ლარის ნაცვლად - 10 ლარი. უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17.25 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.

ნავით გასეირნება - 17,25 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.

ნავენახევის მღვიმე - საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად - 8 ლარი. უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 11,50 ლარის ნაცვლად - 12 ლარი.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.