ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანდა
04 ივლისი, 2018

დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანდა.

სააგენტოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ჰოსეკმა წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სააგენტოს ფედერაციაში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამიერიდან, საქართველოს დაცული ტერიტორიები წარმოდგენილი იქნება ევროპის საუკეთესო დაცული ტერიტორიების გვერდით, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციაში ევროპის და მსოფლიოს მასთატბით.

„ბუნების მოყვარულები უკეთ გაიცნობენ საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გეძლევა საუკეთესო გამოცდილების და ცოდნის გაზიარების, ფედერაციის სხვა წევრებთან აქტიურად თანამშრომლობის შესაძლებლობა,“ -განაცხადა მინისტრმა. ევროპარკების ფედერაცია წარმოადგენს ევროპის დაცული ტერიტორიების ქოლგა ორგანიზაციას და მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ევროპის ეროვნული პარკებისა და ბუნების პროფესიული ქსელი.

ფედერაციაში გაწევრიანებულია 36 ქვეყანა და ასობით დაცული ტერიტორია. ფედერაციაში გაწევრიანებით საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეძელვა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანება ჩეხეთის საელჩოს, WWF- კავკასიის ოფისს, TJS-ს და KFW-ს მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2 ახალი კლიპის პრეზენტაციაც გაიმართა. ღონისძიებას სასტუმრო „ბილტმორში“ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.