სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერ-სახეს მალე დაიბრუნებს. უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ამ ეტაპზე, შენობის ორივე სართულზე შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები და გარე ფასადის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
ევროპული სტილის სასახლე ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზით წლების განმავლობაში დანგრევის პირას იყო მისული. უსაფრთხოების მიზნით, ბოლო პერიოდში სასახლეში ვიზიტორებს ვეღარ იღებდნენ. სასახლეს განსაკუთრებულ პრობლემას როგორც სახურავიდან ჩამონადენი წყალი, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე დაგროვილი წვიმის წყალი უქმნიდა. წყალი სარდაფში ჩაედინებოდა და საძირკველს აზიანებდა. ბოლოს სასახლეში რემონტი 90-იან წლებში ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება არა მარტო თავდაპირველი ფორმები და
ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციის პროექტს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით ახორციელებს.
დადიანების სასახლეთა კომპლექსში შემავალი ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებში, არქიტექტორ ლეონიდ ვასილიევის მიერ აშენდა.
www.travelingeorgia.ge