დადიანების სასახლის აღსადგენად აშშ-ს საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
„სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას“, ნათქვამია განცხადებაში.
commersant.ge