ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დადიანზე ისტორიული, ლურჯაივნებიანი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
10 აგვისტო, 2018

კრწანისის რაიონში, შალვა დადიანის N34-ში ცნობილი ლურჯაივნებიანი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

გამაგრდა შენობა, შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, გაიწმინდა მიწით სავსე სარდაფი. სარდაფის კედლის ნაწილი ავთენტური სახით შენარჩუნდა; გადაეწყო დადიანის N32-სა და N34-ს შორის საერთო გამყოფი კედელი; აღდგა დაზიანებული სახურავი; რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებსა და მის დეკორატიულ ელემენტებს; ხის დაზიანებული დეტალები ახალი, ანალოგიური ნაკეთობებით შეიცვალა, კეთილმოეწყო ეზო და ჩატარდა შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები.

შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული და ქვემო კალის განაშენიანების უნიკალური ნიმუშია. საცხოვრებელი სახლი ძველი ქალაქის გალავნის ბურჯზეა აშენებული და მისი განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი ჭვირული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისი განვითარების ფონდმა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესაბამისი წესების დაცვით 2016 წლის გაზაფხულზე, პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო.

ისტორიული სახლის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,341 მლნ ლარი გამოიყო. სამუშაოების შედეგად, დადიანის N34-ში მცხოვრებ ხუთ ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდა და უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა.

თბილისის მერის განცხადებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ძველ თბილისში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება.თბილისის განვითარების ფონდმა

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.