ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Daily Mail-ი: დაივიწყეთ საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი - ყურძენი, რომელიც საუკეთესო ევროპული ღვინოების დასამზადებლად გამოიყენება, შესაძლოა, საქართველოდან იყოს
27 დეკემბერი, 2021

„დაივიწყეთ საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი - ყურძენი, რომელიც საუკეთესო ევროპული ღვინოების დასამზადებლად გამოიყენება, შესაძლოა, იყოს დასავლეთ აზიის ქვეყნიდან, საქართველოდან, სადაც, როგორც კვლევებით დგინდება, ვენახები 8000 წელია არსებობს“, - ვკითხულობთ Daily Mail-ის სტატიაში.

ავტორი წერს, რომ იტალიელმა მეცნიერებმა საქართველოში ვაზის 204 გენომი გააანალიზეს და დაადგინეს, რომ ის დასავლეთ აზიაში მოიშინაურეს.

„ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ყურძნის ჯიშები, რომლებიც გამოიყენება ისეთ ღვინოებში, როგორებიცაა Sauvignon Blanc-ი, Merlot-ი, Chardonnay-ი და Pinot Noir-ი, სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება. ამ მოშინაურებას კი, საქართველოსა და ევროპის ყურძნების ჯიშებთან შეჯვარებებიც მოჰყვა“, - წერია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ, დასავლეთ აზიიდან, ყურძნის სახეობები, მიგრაციისა და საზღვაო ვაჭრობის გზით, ევროპაშიც გავრცელდა და ეს ფაქტი ეწინააღმდეგება აქამდე არსებულ თეორიას, რომლის მიხედვითაც, ევროპული ღვინოები თავად კონტინენტზე არსებული ველური სახეობების ჯიშთაშორისი შეჯვარების შედეგია.

ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა ნეოლითის ხანიდან დაიწყო და რომ კულტურული ვაზისა და ღვინის უძველესი კვალი აღმოჩენილია ნეოლოთური ხანის ნამოსახლარებში - შულავერისა და გადაჭრილ გორებზე.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.