"დანერგე მომავლმა" პროგრამით გაუთვალისწინებელი ვაზი 294 800 ლარით დააფინანსა - აუდიტი
მთავრობის დადგენილებაში 2020 წლის 5 მარტს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 2020 წლის 11 მარტიდან სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით, კახეთის რეგიონში საღვინე ვაზის ნერგების შეძენისა და სარწყავი სისტემის მოწყობის ხარჯები არ უნდა დაფინანსებულიყო.
თუმცა, აუდიტის სამსახურის მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის "დანერგე მომავალის" ფარგლებში, მთავრობის დადგენილების მოთხოვნების შეუსაბამოდ, სამი ბენეფიციარი დაფინანსდა ჯამში 294 800 ლარით, რაც არამიზნობრივი ხარჯია. ამასთან, ვიზუალური დათვალიერებით გაირკვა, რომ 239 221 ლარით დაფინანსებულ ბაღში საღვინე ვაზის ნერგების 100% გამხმარია. ერთ შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმებულია დადგენილი რეგულაციების შეუსაბამოდ, რის შედეგად, გაწეულია 17 397 ლარის არამიზნობრივი ხარჯი.
business-partner.ge