დარეჯანის ისტორიულ სასახლეში სარეაბილიტაციო აღდგენითი სამუშაოები იწყება.
თუ სამუშაოები დროულად არ დაიწყება, კომპლექსს, გალავნის კედლებს საფრთხე ემუქრება.
კომპლექსს, მისი გალავნის კედელებს გრუნტის ჩამომდინარე წყლები მნიშვნელოვნად აზიანებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე პირველ არხთან აცხადებს, რომ მე- 18 საუკუნის ძეგლზე სიღრმისეული კვლევა გასულ წელს დაიწყო. მისივე თქმით, აკვიდრებიან რა პროგრესით ვითარდება ძეგლისთვის არასასიამოვნო პროცესები. „გარკვეული საფრთხეები გამოიკვეთა და რეკომენდაციების მიხედვით, სასახლეს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება“,- აცხადებს ანთიძე.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჩაატარებენ. აღდგენითი სამუშაოებისთვის რამდენიმე მილიონი ლარი გამოიყოფა, მანამდე კი თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯანის სასახლის პროექტირებისთვის 250 ათასი ლარი გამოყო.

www.travelingeorgia.ge