ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დარიალის ხეობაში 2 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზე 47 მლნ დაიხარჯება
26 ივლისი, 2017

დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას  გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში აშენდება 2 კმ-მდე  სიგრძის გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5 მ იქნება.

პროექტის  ღირებულება  47 000 000  ლარზე მეტია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამოდენიმეჯერ განმეორდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, დევდორაკის გვირაბის მშენებლობა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია და ქვეყანა შეძლებს ქონდეს სტაბილური და უსაფრთხო გზა.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.