ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დარიალის ხეობაში გვირაბის მშენებლობა იწყება
20 ივნისი, 2017

დარიალის ხეობაში გვირაბის მშენებლობა იწყება. პროექტის მიხედვით, აშენდება ორ კილომეტრიანი საერთაშორისო მნიშვნელობის გვირაბი.

პროექტის ბიუჯეტი 47 179 224 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პროექტის განხორციელება მთავრობამ ბოლო პერიოდში დარიალის ხეობაში სტიქიური მოვლენების მატებასთან დაკავშირებით მიიღო. როგორც ცნობილია, სტიქიური მოვლენების დროს გზაზე მოძრაობა ხშირად შეზღუდული იყო და სატრანზიტო ფუნქციის შეწყვეტის შედეგად სახელმწიფოს საშუალოდ დღეში მილიონ ლარიანი ზარალი ადგებოდა.

www.bpi.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.