ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დასაქმდი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში – TAV Georgia 17 მარტს დასაქმების ფორუმს აწყობს
13 მარტი, 2023

დასაქმდი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში! აეროპორტში მუშაობით დაინტერესებულ პირებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, დასაქმების ფორუმზე ამჯერად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იწვევს.

ღია კარის დღე, 17 მარტს, 10:00-17:00 საათამდე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში გაიმართება.

დაინტერესებული პირები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ვაკანსიების შესახებ და დეტალურად გაეცნობიან თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს ამა თუ იმ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში.

„ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 1 500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.