ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დასვენება გაძვირდა - რა ღირს ნომრები 3, 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში?
22 აპრილი, 2021

„საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის მარტში, 2021 წლის თებერვალთან შედარებით, 7.1%-ით გაიზარდა“, ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია PMC Research გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი. კვლევის მიხედვით 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 6.9%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 3.4%-ით.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 8.1%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.7%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 10.7%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მარტთან შედარებით, სასტუმროს ფასების ინდექსი 8.1%-ით გაიზარდა.

PMC Research საქართველოს სასტუმროებში 1 ღამის გატარების საშუალო ფასების სტატისტიკასაც აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 2021 წლის მარტში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 219 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მარტში 80 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მარტში 332 ლარი შეადგინა. გურიაში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 587 ლარი შეადგინა, თბილისში - 436 ლარი, აჭარაში - 295 ლარი, ხოლო კახეთში - 293 ლარი.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.