ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დათმობს თუ არა ივანიშვილი ბათუმში „რივიერას“ პროექტს?- ივანიშვილის კომენტარი
18 ივლისი, 2019

„რივიერა“ არის პროექტი, რომლის მიხედვით, ბათუმში იახტკლუბისა და ჭაჭა თაუერის მიმდებარედ ხუთი ცათამბჯენი უნდა აშენდეს. პროექტი „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდთან“ ერთად უნდა განახორციელოს. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარია. რივიერას„ ტერიტორია „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2006 წელს 10,086,000 ლარად საგადასახადო ორგანოს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე შეიძინა. პირველი ფაზის მშენებლობა 2019 წელს იგეგმება და დაახლოებით სამი წელი გაგრძელდება.

ბათუმის სანაპიროზე „რივიერას“ პროექტის განხორციელებას საზოგადოება აპროტესტებს. ჟურნალისტის კითხვაზე დათმობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ამ პროექტს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და „თანაინვესტირების ფონდის“ თანადამფუძნებელი ასე პასუხობს:

„ნაციონალური მოძრაობა და მათგან მართული NGO-ები საშინელ შეტევაზე იყვნენ ნებისმიერ მშენებლობაზე. აბა ნახეთ პანორამაზე რა დღეში იყვნენ. უნიკალურ პროექტს ვაკეთებ მე თბილისში, არარენტაბელურს.

მათ უნდათ, რომ მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში, მათ უნდათ, რომ დაანგრიონ ქვეყანა. ისინი მავნებლები არიან და არ მალავენ, ამას. ზუსტად იგივე ხდება ბათუმშიც“-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.