ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დავით გარეჯი: ვინ ცდილობს აზერბაიჯანელებისა და ქართველების გადამტერებას?
20 მაისი, 2019

დავით გარეჯის კუთვნილების თემაზე დაწყებულმა კამათმა  სოციალურ ქსელებში საგანგაშო სახე მიიღო. აქტიურობენ ტროლებიც და დაპირისპირებას აღვივებენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის. ბევრისთვის ცხადია, რომ სტრატეგიული პარტნიორების გადამტერება რუსეთის ინტერესებში შედის.

რატომ მივიდა საქმე აქამდე? რაპასუხისმგებლობა აკისრიახელისუფლებას? რას ფიქრობენსაქართველოსა და აზერბაიჯანში?

ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა, მუქარა

ფოტო ფეისბუკზე 13 მაისს გამოჩნდა – ორ მამაკაცს ბაქოს ცენტრში გაშლილი აქვს პლაკატი წარწერით : „დავით გარეჯი საქართველოა“. ფოტოს, რომელიც პორტალმა„1news.az“-მა გაავრცელა, 1000-ზე მეტი კომენტარი აქვს.

ფეისბუკმომხმარებლები, ქართული და აზერბაიჯანული გვარებით, ერთმანეთს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ეცილებიან და შიგადაშიგ ბრძოლისთვის მზადყოფნასაც გამოხატავენ:

  • ქართველები მტკიცედ იცავენპოზიციას, რომ დავით გარეჯისაქართველოს უძველესიისტორიული ძეგლი და სულიერებისაკვანია;
  • აზერბაიჯანელები კი მტკიცედიცავენ პოზიციას, რომ დავითგარეჯი მათი წინაპრების,ალბანელების დანატოვარია და ასევეუძვირფასესია მათთვის;
  • ქართველები და აზერბაიჯანელებიერთმანეთს აბრალებენ, რომისტორია გაყალბებული აქვთ დასინამდვილეში არაფერსწარმოადგენენ.

შეურაცხმყოფელი სიტყვებით, გინებითა და მუქარით გაჯერებული დაპირისპირება პიკს მაშინ აღწევს, როდესაც დისკუსიის მხარეები პრეტენზიას არა მხოლოდ დავით გარეჯზე აცხადებენ.

  • მაგალითად, ერთმა აზერბაიჯანისკუთვნილებად მოიხსენიასაქართველოს ტერიტორიები, მათშორის – ქარელი, თეთრიწყარო, გორიდა თელავი;
  • სწრაფად უპასუხა მეორემ: კახი,მინგეჩაური და გაბალასაქართველოსიაო.

კომენტარებში იკითხება მუქარაც, რომ, მაგალითად, საქართველოდან გაყრიან აზერბაიჯანელებს, ხოლო აზერბაიჯანიდან – ქართველებს.

მწვავე რეაქციები მოსდევს სომხური გვარის ფეისბუქმომხმარებლების კომენტარებს და მით უმეტეს, როცა ისინი წერენ – დავით გარეჯი საქართველოაო.

იშვიათად, მაგრამ მაინც, საღი აზრი გამოანათებს – ვიღაცეები (ქართველები, აზერბაიჯანელები თუ სხვები) აშკარად ხვდებიან, რომ ასეთი დაპირისპირება სახიფათოა, არ შეეფერება ორ მოძმე ქვეყანას და რომ წყლის ამღვრევა რუსეთის ინტერესებში შედის:

  • ქართველებო, აზერბაიჯანელებო,თქვენ ერთმანეთის მისამართითგწამლავენ კრემლის ელემენტები…ნუ ილანძღებით, არ წამოეგოთპროვოკაციებს, გონებას მოუხმეთ.მშვიდობა თქვენ!
  • ყველამ შესანიშნავად ვიცით, ვინცდილობს ჩვენი მრავალსაუკუნოვანიმეგობრობის დანგრევას… გეყოფათ,მორჩა;
  • კომენტარებს ვკითხულობ დავხვდები – მტერს ჯერჯერობითყველაფერი გამოსდის;
  • რამდენი პრორუსული ტროლიშეგროვილა აქ… მაგრამ ცუდადმუშაობთ ГРУ-ისტებო. თქვენიამოცნობა ადვილია. ვერ მოახერხებთხალხის დაპირისპირებას.

ორი მამაკაცის ფოტო არ არის დავით გარეჯის თემაზე ფეისბუკსივრცეში გამოქვეყნებული ერთადერთი პოსტი, რომელიც მწვავე და სახიფათო კომენტარებით გამოირჩევა. ყველა შემთხვევაში აშკარაა, რომ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის სიძულვილს თესავენ გაურკვეველი ფეისბუკპროფილის მქონე მომხმარებლები – ტროლები.

„რადიო თავისუფლება“


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.