დავით გარეჯის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფები საველე სამუშაოებს სავარაუდოდ, 2-3 კვირაში დაიწყებენ
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ვარაუდობს, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე ექსპერტული ჯგუფები საველე სამუშაოების საწარმოებლად 2-3 კვირაში გავლენ. როგორც დარსალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად მხარეებს შორის ტექნიკური დოკუმენტაციის გაცვლა მიმდინარეობს. ამასთან, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ შესათანხმებელია ის მონაკვეთებიც, სადაც ექსპერტებმა მუშაობა უნდა აწარმოონ.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური დოკუმენტაციის გაცვლა. ჩვენ გვაქვს კონტაქტი ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. მიმდინარეობს იმ მონაკვეთების დაზუსტება, რომლებზეც უახლოეს მომავალში ექსპერტული ჯგუფები უნდა გავიდნენ და ჩაატარონ საველე სამუშაოები, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, როგორც კი ექსპერტული მასალები იქნება მზად, დაუყოვნებლივ დაიგეგმება შეხვედრა მხარეებს შორის, რათა ამ მასალების განხილვა მოხდეს.
IPN