ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დავით გარეჯში მცხოვრები სასულიერო პირი – აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით არსებული ბილიკის გამაგრება დაიწყო
03 ივლისი, 2019

აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით არსებული ბილიკის გამაგრება დაიწყო, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯში მცხოვრებმა მამა ზვიადმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ჩიჩხიტურის კოშკზე გიდი იყო ასული, რომელმაც აღნიშნულის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მამა ზვიადი ამბობს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით სატვირთო მანქანით, სავარაუდოდ, ქვიშით სავსე ტომრები მიიტანა, რომელითაც აღნიშნულ ბილიკს ამაგრებს.

„ჩიჩხიტურის მიმართულებით რომ სამანქანო გზა შეიყვანეს, იმ გზის მერე კოშკამდე შესასვლელი ბილიკი გრძელდება. სწორედ ამ მხარეს ქვები დაალაგეს და გაამაგრეს. ჩვენი გიდი ჩიჩხიტურის კოშკზე იყო ასული და მასთან გადავამოწმე ეს ინფორმაცია“, – განაცხადა მამა ზვიადმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, ბილიკის გამაგრების პროცედურას გუშინ, თვითონაც შეესწრო.

„გუშინ დილით ვიყავი ასული, მაინტერესებდა, ხდებოდა თუ არა რამე ახალი. სატვირთო ავტომანქანით მოუტანიათ რაღაც, არ ვიცი ზუსტად რა არის, ტომრებში იყო, სავარაუდოდ, ქვიშა იყო. რაღაც გზებს ამაგრებენ, ოღონდ იმ გზას, რაც ტრაქტორით გაჭრეს. ეს არის გუშინდელი ინფორმაცია“, – განაცხადა სასულიერო პირმა.

IPN.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.