ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დავით საგანელიძე ქართველ მეღვინეებს ჩინურ ბაზარზე მუშაობის სტრატეგიას უწუნებს
30 იანვარი, 2019

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ქართველ მეღვინეებს ჩინურ ბაზარზე მუშაობის სტრატეგიას უწუნებს. 

მისი განცხადებით, ღვინის მწარმოებლები ექსპორტის დროს ერთმანეთთან საფასო კონკურენციაში შედიან და ღვინის ფასს დაბლა სწევენ, რაც მისი თქმით, არასწორია. 

,,ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს საშუალო და მაღალფასიანი სეგმენტი; სამწუხაროდ, დღეს პირიქით ხდება და ამას მომავალში ვეღარ გამოვასწორებთ. ჩვენი სეგმენტი უნდა იყოს მაღალი და მინდა, ეს კარგად გაიგოს ყველა ღვინის მწარმოებელმა. ფასთა კონკურენციით კი, არ უნდა იჭიდაონ ჩინურ ბაზარზე შესვლისას, არამედ პირიქით – მაღალხარისხიანი პროდუქციითა და ბაზრების მოძიების თემით“, – განაცხადა საგანელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ჩინურ ბაზარზე, ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია და ამ ქვეყანაში ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალში, მეორე ადგილს იკავებს. 

2018 წელს ჩინეთში ექსპორტზე 20 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინოა გატანილი.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.