ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დავით სონღულაშვილი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
11 მარტი, 2021

ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დეტალურად მიმოხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის ახალ კანონმდებლობაზე, რომლის შემუშავების პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.

აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩო შესაბამისობაში უნდა იყოს არსებულ რეალობასთან და მაქსიმალურად მორგებული იყოს სექტორზე, რაც მნიშვნელოვანია ტურიზმის შემდგომი მდგრადი და თანმიმდევრული განვითარებისთვის.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ პროცესში ერთობლივი მუშაობა, სექტორის წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობა და მათი მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვანია.

მხარეებმა მომავალში მჭიდრო და ეფექტიანი მუშაობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.