დეკემბერში სასტუმროები ყველაზე მეტად მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში გაძვირდა
საქართველოში სასტუმროების ფასები ყველაზე მეტად მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში გაიზარდა.
PMCG-ის მიერ გამოქვეყნებული სასტუმროების ფასების ინდექსის თანახმად, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის დეკემბერში, 2018 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით, 11.9%-ით გაიზარდა.
სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად მცხეთა-მთიანეთსა (24%) და სამცხე-ჯავახეთში გაიზარდა (27.3%).
მათივე ინფორმაციით, საქართველოში 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის დეკემბერში, 2018 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით, 8.6%-ით გაიზარდა და ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად მცხეთა- მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში გაიზარდა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები მხოლოდ აჭარაში შემცირდა.