ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დღეიდან სამი დღის განმავლობაში კახეთში საცხენოსნო ტურნირი გელით
23 ივნისი, 2017

დღეიდან სამი დღის განმავლობაში კახეთში საცხენოსნო ტურნირი გელით!

დღეს, 23 ივნისს, „ვითიბი ბანკის“ თასზე საცხენოსნო ტურნირი დაიწყო, რომელიც 25 ივნისის ჩათვლით გასტანს. ღონისძიება უკვე მეოთხე წელია იმართება და ყოველწლიურად სულ უფრო მასშტაბური ხდება. წელს პირველად ტურნირი თბილისის იპოდრომის ნაცვლად „ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე იმართება. დასწრება თავისუფალია.

შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება - წინაღობათა გადალახვა. ტურნირის გენერალური სპონსორი “ვითიბი ბანკია“, ორგანიზატორი კი, საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია. შეჯიბრის ორი ეტაპი - 23-24 ივნისს, მესამე, ფინალური კი 25 ივნისს ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობენ მხედრები 8 ქვეყნიდან.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.