დღეიდან ავიაკომპანია "Zagros Airlines" საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურად იფრენს
ირანული ავიაკომპანია „Zagros Airlines" საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ზრდის და თეირანი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირის ნაცვლად, 7 სიხშირით იფრენს. ყოველდღიურ მიმოსვლას ირანული ავიაკომპანია17 მაისიდან იწყებს. ავიარეისები A320 და MD 80-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანულ ავიაკომპანიას ახალი სიხშირეებით ოპერირების ნებართვა15 მაისს მიანიჭა.
ავიაკომპანია "Zagros Airlines" საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა.