ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დღეს, ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები დინამო არენაზე ითამაშებენ
29 სექტემბერი, 2017

მსოფლიოს საფეხბურთო ვარსკვლავები, საქართველოში, ბორჯომის ტყის აღდგენისთვის საქველმოქმედო მატჩს ითამაშებენ, რომელიც "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწუება.

საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

თბილისს ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი ესტუმრებიან.

როგორც ცნობილია, საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობას მიიღებს კახა კალაძე.

ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.