დიდ დიღომში შშმ ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო სახლი აშენდება, - მთავრობის განკარგულებით დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონება ა(ა)იპ "დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიას" უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით 10 წლით გადაეცემა.
ა(ა)იპ "დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია" სპეციალურმა კომისიამ კონკურსით გამოავლინა.
1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარე ახალაშენებულ საოჯახო ტიპის სახლში "დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია" მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შექმნას და ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
www.travelingeorgia.ge