ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დიდუბეში რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება
15 აგვისტო, 2018

დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, გზის 1,2 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება და ითვალისწინებს ახალი ბორდიურისა და საავტომობილო ნაწილის მოწყობას.

სამუშაოების ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი დაიგება, გარე განათების ბოძები შეიცვლება და ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათების ქსელი დამონტაჟდება. რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლისა და წყალარინების დაზიანებულ სისტემას აღადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე თბილისის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1,7 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენკო“ აწარმოებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.