სიახლეები
|
დუისი-ჯიბახევის გზის რეაბილიტაციაზე ₾5 მლნ-ზე მეტი იხარჯება
04 სექტემბერი, 2023
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა - ბაწარას ნაკრძალის საავტომობილო გზის (დუისი-ჯიბახევის) 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დუისი-ჯიბახევის მონაკვეთი მდებარეობს მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, დუისიდან ბაწარას ეროვნულ ნაკრძალამდე. სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ძირითადად, დასახლებულ პუნქტებზე გადის.
პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხელოვნურ ნაგებობებს, მოეწყობა საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
ამ ეტაპზე, 2.3 კმ-იან მონაკვეთზე მოწყობილია ასფლატ-ბეტონის საფარის ორი ფენა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.
|
|
|