ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დუშეთის ისტორიული ქუჩები განახლდება
02 თებერვალი, 2018

დუშეთის ისტორიული ქუჩების განახლება იგეგმება. პროექტს რეგიონალური განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 40 სახლის რეაბილიტაცია. აღნიშნული სახლებიდან 24 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა.

დუშეთის მინიციპალიტეტი განეკუთვნება მცხეთა-თიანეთის რეგიონს, ის ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე მდებარეობს. დუშეთში მოხვედრა შესაძლებელია თბილისი-მცხეთა- სტეფანწმინდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საშუალებით.

პროექტის ფარგლებში განახლდება ასევე ცოტნე დადიანის და შამანაურის კვეთაზე მდებარე ე.წ აპრელოვის სახლი და ე.წ. თეატრის ქუჩაზე მდებარე ილია ჭავჭვაძის საცხოვრებელი სახლი.

სარეაბილიტაციო სახლების უმრავლესობა XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული. მათ უმეტეს ნაწილს 2013 წლამდე არ ჰქონდა მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილის პირვანდელი, აუთენტური სახე მრავალრიცხოვანი გადაკეთებების გამო საკმაოდ შეცვლილია. ამიტომ პროექტის საწყის ეტაპზე განხორციელდა „ქ. დუშეთის ისტორიული ცენტრის საცხოვრებელი არქიტექტურის მხატვრულ-სტილისტური ანალიზი“. კვლევის პროცესში გათვალისწინებულია სახლების ამჟამინდელი მდგომარეობა, შემორჩენილი პირვანდელი დეტალები და გეგმარების სახე, გამოყენებულია საარქივო მასალები, ისტორიული ცნობები, პროექტები და ჩანახატები.

გამოყენებულია GUARDIAN.GE-ს ფოტოები

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.