ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დვაბზუს ეკლესიას და სამრეკლო-კოშკს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
08 აგვისტო, 2017

ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში მდებარე ეკლესიას და სამრეკლო-კოშკს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

დვაბზუს ეკლესია და სამრეკლო-კოშკი მდებარეობს სოფლის შუაში, სასაფლაოზე. ეკლესია დარბაზულია. აღდგენილია რამდენიმე წლის წინ.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ეკლესიის აღდგენის შემდეგ შესასვლელი აღმოსავლეთის გარდა ყველა კედელში გაუკეთდა. ინტერიერი შელესილია და თეთრად შეღებილი, იატაკად ბრტყელი აგურია დაგებული. გადახურულია კრამიტით.

სამრეკლო-კოშკი, დგას ტაძრის დასავლეთით. ამჟამად გადაკეთეულია. ნაგებია რუხი ფერის ქვით. პირველი სართული ოთხკუთხაა და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენაა თაღებით გახსნილი. მეორე და მესამე სართული მთლიანად ახლიდანაა აშენებული და ოვალური ფორმისაა. მეორე სართულს აივანი აქვს გაკეთებული, მესამე სართული კი თაღოვანი ფანჩატურია.

კომპლექსის დასავლეთით, გზის პირას, კოშკზე მიდგმულია ახალი ყორე კედელი შესასვლელით.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.