"თბილისის ზღვაზე ახალ ზოოპარკში ცხოველების სრულად გადაყვანის შემდეგ ძველი ზოოპარკის ტერიტორია თბილისის ცენტრალური პარკი გახდებ.", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
"იცით რომ 2015 წლის სტიქიის დროს ზოოპარკს დიდი დანაკლისი ჰქონდა. შესაბამისად მივმართეთ ევროპის პარკების ასოციაციას, რომლის წევრიც ჩვენი ზოოპარკია. მათი მეშვეობით სხვადასხვა ცხოველები გვაჩუქეს. ფაქტობრივად დანაკლისი კონპენსირებულია, გარდა ლომისა და ვეფხვისა. იმედი მაქვს ესეც მალე გვეყოლება.
თბილისის ზღვაზე ზოოპარკის გადატანის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ერთბაშად გადავიტანოთ ზოოპარკი, რადგან თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ნაწილ-ნაწილ გადაგვყავს ცხოველები. წინა წელს ძაღლსაშენი აშენდა და ძაღლები იქნა გადაყვანილი. წელს 20-მდე სხვადასხვა ვოლიერი შენდება და ეტაპობრივად გადავიყვანთ ცოხველებს. 3 წლის განმავლობაში მოხდება ძველი ზოოპარკიდან არსებული ცხოველების ახალ ზოოპარკში გადაყვანა. ამის შემდეგ ძველი ზოპარკის ტერიტორია გახდება ე.წ ცენტრალური პარკი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
Ipress.ge