ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
EBAY-ზე ლადო გუდიაშვილის ტილო $120,000 დოლარად იყიდება
16 აპრილი, 2019

ელექტრონული კომერციის ვებგვერდ eBay.com-ზე გასაყიდად ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილო – “საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი” გამოქვეყნდა. 

ტილოსთან ერთად წარდგენილია სერტიფიკატი, რომელიც ნახატის ავთენტურობას ამტკიცებს. ასევე ნათქვამია, რომ საწყისი ფასი საქართველოში მის საბაზრო ღირებულებასთან – 130,000 დოლართან შედარებით უფრო ნაკლებია.

eBay.com-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ლადო გუდიაშვილმა ფერწერული ტილო 1945 წელს შექმნა. 

www.bm.ge

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.